ქართველები უცხოეთშიიტალიაკულტურა

იტალიურად აჟღერებული კიდევ ერთი ქართული სიმღერა – მოუსმინეთ და შეაფასეთ (ვიდეო)

„ვმღერით, იმიტომ რომ გვემღერება, ეს ჩვენი სულიერი მდგომარეობაა და ბედნიერები ვართ ამით“, – ამბობენ ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი, რომლებიც უკვე ბევრი წელია ქართულ და იტალიურ სიმღერებს ასრულებენ, თუმცა დუეტი Lalimberti ამ დღეებში ქართველმა მსმენელმა თავიდან აღმოაჩინა.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალის – ლალი ბურდულის და დაბადებით უსინათლო იტალიელი მუსიკოსის – დუჩო ლიმბერტის მეგობრობა 1994 წელს დაიწყო, 22 წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ. ასე, სიყვარულით  შეიქმნა ოჯახიც და დუეტიც, რომელსაც ძალიან ბევრი ქართველი და იტალიელი იცნობს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში გავრცელდა დუეტი „ჩიხლაძეების“ ცნობილი სიმღერის „კართან მოდგა შემოდგომის“ დუეტი Lalimberti-ს მიერ შესრულებული იტალიური ვერსია.

იუთუბარხზე ეს სიმღერა 2 წლის წინ განთავსდა და მას 35 000-ზე მეტი ნახვა აქვს, საქებარი კომენტარებიც უხვადაა, მაგრამ როგორც ტიკ-ტოკს სჩვევია, სიმღერის პატარა ფრაგმენტითაც კი აალაპარაკა ინტერნეტსაზოგადოება – შესრულებას დიდი განხილვა და შეფასება მოჰყვა. ქართველი მსმენელები აღნიშნავენ, რომ იტალიურად სიმღერა ლამაზად ჟღერს, თუმცა ქართულს მაინც ვერ სჯობნის.

ვისაც გსურთ, უფრო ახლოს გაიცნოთ ეს წყვილი, ნახეთ Duo „lalimberti“-ს საავტორო გადაცემა „Vox Lalimberti“.

„დროთა განმავლობაში ჩვენი დუეტი გადაიქცა ქართულ და იტალიურ კულტურების ერთგვარ პოპულარიზატორად. 2018 წელს 23 იანვარს, Rai Radio 3-ის ეთერში გადაცემა „Battiti“-ში ჩვენი ვოკალური დუეტის შემოქმედებას მაღალი შეფასება მიეცა: „ნამდვილად ჟრუანტელის მომგვრელია ამ დუეტის ნამღერი“ – ესაა წამყვანის სიტყვები ჩვენზე. 2022 წლის 6 ნოემბერს გამოვიდა ჩვენი, „დუეტ ლალიმბერტის“, მეორე ალბომი „იტალია მღერის და უკრავს საქართველოს“, რომლის წარდგენა ა.წ. 15 თებერვალს მოხდა Rai Radio 3-ის იმავე გადაცემის ეთერში და აქვე გაჟღერდა ჩვენი 3 ქართული სიმღერა („სულიკო“, „იავნანა“, „ადამიანი“). წამყვანის შეფასებით, ეს იყო: „მუსიკალური ალბომი – ხიდი, იდეალური ხიდი იტალიასა და საქართველოს კულტურებსა და ბგერებს შორის გადებული“. თანაც მან დასძინა, რომ „იტალია მღერის და უკრავს საქართველოს“ წარმოადგენს ქართული მელოდიური ტრადიციის სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებასთან შერწყმულ კვლევით და ისტორიული შინაარსის სამაგალითო ნიმუშს… დიდ მუსიკალურ მოგზაურობას, რომელიც თითქმის 3 საათს გრძელდება და რომელშიც კავკასიის ჯორჯიის ტრადიციული მელოდიებითა და სიმღერებით არის მდიდარი“. დუჩო ფენომენალური მეხსიერების და ღრმა კულტურული ცოდნის გამო საინტერესო მოსაუბრეა. ხოლო ინფორმაციის მისეულად ლოგიკურ მწკრივში მოთავსების უნარი უდავოდ ნიშანდობლივად გვეჩვენება.

„KN TV“- ს რუბრიკაში „Vox LALIMBERTI“ თქვენ გელით საინტერესო მუსიკალური მოგზაურობა დუჩოს სამყაროში, სადაც თავად გაგიძღვებათ ჩემი დახმარებით“, – წერს გადაცემის ანოტაციაში ლალი ბურდული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close