ქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი

იტალიაში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, მის თანმხლებ მეორე ქართველს პოლიცია ეძებს

იტალიაში, ქალაქ პიზაში 6 იანვარს, საღამოს კარაბინერებმა 32 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. მას ბრალად ედება 5 იანვარს ღამით, ქალაქის ცენტრში  25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობა. ინფორმაციას სააგენტო Ansa ავრცელებს.

ამჟამად კარაბინერები დაკავებულის თანმხლებს ეძებენ, რომელიც ასევე ქართველია. სამართალდამცველების წინასწარი ინფორმაციით, ორივე მამაკაცი ეჭვმიტანილია 25 წლის ტუნისელზე თავდასხმაში. ეს უკანასკნელი, რომელიც დანით მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა, პოლიციისთვის უკვე ცნობილი იყო წვრილმანი დანაშაულების გამო, თუმცა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ორიდან ერთი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება და დაკავება კარაბინერებმა საგამოძიებო განყოფილების კოლეგების დახმარებით მიაკვლიეს, რომლებიც, ძირითადად, ფიჭური კავშირგაბმულობის მომხმარებლებს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ.

დაკავებულს უახლოეს დღეებში დაკითხავენ თავის კამერაში, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სააპელაციო საჩივრიდან გაირკვა, იგი შეიძლება არ იყოს ის პირი, რომელმაც ტუნისელს დანით სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close