იტალიაპოლიტიკა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს საკუთარი არმიის შექმნისკენ მოუწოდებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, ევროკავშირმა საკუთარი კომბინირებული ჯარი უნდა შექმნას, რომელიც მშვიდობის დაცვასა და კონფლიქტების პრევენციას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს განცხადება პოლიტიკოსმა გაზეთ La Stampa-სთან ინტერვიუში გააკეთა. ტაიანიმ თქვა, რომ თავდაცვის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა მისი პარტიის, Forza Italia-ს პრიორიტეტია.

ანტონიო ტაიანი პარტია „წინ, იტალიას“ (Forza Italia) ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალების შემდეგ გახდა.

თუ გვსურს, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპული შეიარაღებული ძალები. ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა იმისთვის, რომ შევძლოთ, გვქონდეს ეფექტიანი ევროპული საგარეო პოლიტიკა. მსოფლიოში, სადაც არიან ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორიცაა: აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი – კრიზისებით ახლო აღმოსავლეთიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე, იტალიელი, გერმანელი, ფრანგი ან სლოვენიელი მოქალაქეები დაცულები იქნებიან მხოლოდ იმის საშუალებით, რაც უკვე არსებობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა ტაიანიმ.

საერთო ევროპული არმიის შექმნის იდეას მრავალწლიანი ისტორია აქვს. თავდაპირველად ეს წინადადება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაჩნდა. ევროპული თავდაცვისთვის საერთო ჯარის შექმნის მომხრე იყო ფრანგი დიპლომატი ჟან მონე, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ „დამფუძნებელ მამად“ მიიჩნევა, თუმცა ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა.

ბოლო პერიოდში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ თავდაცვის სფეროში საერთოევროპული თანამშრომლობის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნება განაპირობა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close