მიგრაციაქართველები უცხოეთში

აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პირობები დამტკიცდა

აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება დამტკიცდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ექსტრადიციის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სწრაფ და მოქნილ თანამშრომლობას და გაზრდის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობას.

ხელშეკრულების საბოლოო ტექსტზე მოლაპარაკებები 2023 წლის იანვრიდან მიმდინარეობდა. ტექსტის საბოლოო ვარიანტის ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში 16 დეკემბერს გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ბრიუს შვარცმა.

ხელშეკრულება ძალაში შევა ოფიციალური ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ, ორი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

დეპორტაცია არის პირის ან ადამიანთა მთელი კატეგორიის იძულებით გაძევება სხვა სახელმწიფოში. დეპორტაცია ქვეყნის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ხორციელდება და მისი საფუძველი შეიძლება იყოს უცხოელთა უკანონო შესვლა, ქვეყანაში ყოფნის წესების დარღვევა, აგრეთვე, შესვლის სახელმწიფოში შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძვლის დაკარგვა ან შეწყვეტა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close