იტალიასაზოგადოება

იტალიაში ძაღლების მოწამვლა გახშირდა – საქმე პროკურატურაშია

იტალიელმა ცხოველთა დამცველებმა პროკურატურას მიმართეს მოლიზესა და სხვა რეგიონებში სოკო ტრიუფელის მძებნელი ჯიშის ძაღლების გახშირებული მოწამვლის თაობაზე, განუცხადა „რია ნოვოსტის“ იტალიის ცხოველთა და გარემოს დაცვის ასოციაციის (AIDAA) პრეზიდენტმა ლორენცო კროჩემ.

„მხოლოდ ნოემბერში მოლიზეში ძაღლების მოწამვლის 30 შემთხვევა გამოვლინდა. ანალოგიური შემთხვევები დაფიქსირდა მეზობელ რეგიონებშიც“, − აღნიშნა მან.

კროჩეს თქმით, ცხოველების დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, მესოკოვეებს შორის უთანხმოება გახდა.
„სამწუხაროდ, ეს ფულის საკითხია. ეს ცალკეული ინციდენტები არ არის. 30 შემთხვევა − ეს უკვე ტალღაა“, − განაცხადა AIDAA-ს პრეზიდენტმა და იქვე ივარაუდა, რომ რეგიონში სოკო ტრიუფელების ვეგეტაციისთვის „ტერიტორიული ომი“ მიმდინარეობს.

კროჩეს თქმით, AIDAA მოუწოდებს ძაღლების მფლობელებს, რომლებსაც შესაძლოა ეჭვი ჰქონდეთ დამნაშავეების ვინაობაზე, საკუთარი ვარაუდების თაობაზე პოლიციას აცნობონ.

კროჩეს მოსაზრებას ეთანხმება ტრიუფელებზე მონადირე მატეო ლავორინიც. მისი აზრით, დამნაშავეები, კონკურენტების ჩამოშორების მიზნით, ტყეში ხორცის მოწამლულ ნაჭრებს ყრიან. მერე კი, როდესაც ძაღლების დახოცვის გამო ტრიუფელის მძებნელთა შორის პანიკა იწყება, ტერიტორიის გამოთავისუფლებით სარგებლობენ და „მიტაცებულ“ მიწებზე მხოლოდ თავად განაგრძობენ ტრიუფელების ძებნას.

მისი აზრით, დამნაშავეთა მოძებნა შესაძლოა ვერ მოხერხდეს, ვინაიდან დიდი სივრცეების გაკონტროლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ტრიუფელების მძებნელი ძაღლებისთვის ალიკაპის გაკეთებაა, რათა მათ საწამლავის შეჭმა ვერ შეძლონ.

sputnik-georgia.com

მსგავს თემაზე: საქართველოში აღმოაჩინეს სოკოს უიშვიათესი სახეობა, რომელიც 5000 ევ­რომ­დე ღირს

ყოველდღიურად სოკოს ჭამა კიბოთი დაავადების რისკს 45%-ით ამცირებს

სოკოს სალათა „დელიკატესი“ საახალწლო სუფრისთვის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close