უქმეებზე კარგი ამინდი იქნება – სინოპტიკოსების პროგნოზი 21-22 ოქტომბრისთვის
უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ჰაერი +28 გრადუსამდეც კი გათბება – ასეთ პროგნოზს აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე აიწევს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 21-22 ოქტომბერს +23,+25 გრადუსი სითბო იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 21-22 ოქტომბერს ჰაერი +20,+22 გრადუსამდე გათბება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 21-22 ოქტომბერს +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 21-22 ოქტომბერს +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 21-22 ოქტომბერს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 21-22 ოქტომბერს ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება.
კომენტარები