კრიმინალისაქართველო
ხაშურში 15 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
ხაშურში 15 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი მაღალსართულიანი კორპუსის ეზოში პირველად მეზობლებმა ნახეს.
თვითმხილველთა თქმით, გოგონა, სავარაუდოდ, თავისი სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების მისვლისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო..
2 წლის წინათ მოზარდზე საკუთარმა პაპამ სექსუალურად იძალადა, რის შესახებაც გოგონამ სხვებს უამბო. ამის შემდეგ კაცმა მიმალვა სცადა, თუმცა 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
გოგონას ფსიქოემოციური მდგომარეობის გამო საქმეში ფსიქოლოგიც იყო ჩართული.
15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები