საზოგადოებასაქართველო

საქართველოში 2023 წლის პირველ ნახევარში მოსახლეობის ბუნებრივი მატება არ ყოფილა

საქსტატის ცნობით, საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა. რაც შეეხება გარდაცვლილთა მაჩვენებელს, ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 21 944 ადამიანი გარდაიცვალა.

2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი მატება, რაც გულისხმობს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის, -2513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ სამ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 870,  თბილისში – 340  და ქვემო ქართლში – 145. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებლით იმერეთი გამოირჩევა, სადაც ბუნებრივი მატება -1287 ადამიანს უტოლდება.

რაც შეეხება 2023 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული ქორწინებისა და განქორწინების მაჩვენებელს, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close