კრიმინალი

დაკავებულია ცნობილი თურქი მოდელი – „საქართველოში გადაჰყავდათ გატაცებული ქალი, რომელიც ოთხი დღე აწამეს და გააუპატიურეს“

ცნობილი თურქი მოდელი და ინფლუენსერი გიზემ კარამელაკი ძმასთან და კიდევ სამ თანამზრახველთან ერთად დააკავეს

სტამბოლის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სატელევიზიო შოუ Style icon-ის კონკურსანტი გიზემ კარამელაკი ბრალდებულია ახალგაზრდა ქალის გატაცებაში, წამებასა და ტრეფიკინგში. თურქული მედიის ცნობით, კარამელაკმა ეჭვიანობის ნიადაგზე თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა ქალი, რომელიც მის შეყვარებულთან ურთიერთობდა.

გატაცებულს ერთ-ერთ სოფელში მდებარე აგარაკზე თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, იძულებით შეაჭრეს თმები, ძალადობით მისცეს ნარკოტიკული საშუალებები, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადეს. ასეთ მდგომარეობაში ქალი ოთხი დღე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გიზემ კარამელაკმა მსხვერპლთან ერთად საქართველოში გაქცევა სცადა. ყალბი სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილი პოლიციამ შეაჩერა, რა დროსაც გატაცებულმა დახმარება ითხოვა. ეჭვმიტანილები სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალის გატაცებამდე, მოდელის დაკვეთით, სასტიკად სცემეს მისი შეყვარებულიც.

თურქული მედია წერს, რომ გიზემ კარამელაკის ტელეფონის შესწავლის შედეგად აღმოჩენილია 19 სხვადასხვა ჩანაწერი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. დგინდება, რომ ცნობილი მოდელი დანაშაულებრივი დაჯგუფება Barış Neck-ის წევრი იყო.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close