დღის თემასაქართველო

შოვში, სტიქიის ზონაში დღეს კიდევ ერთი მოზარდის და ერთი ქალის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში დღეს მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეს ნაპოვნი ორი გარდაცვლილიდან ერთი მოზარდია, ერთი კი – ქალი. 12 დაკარგულს ისევ ეძებენ.

„ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ცხრა ლოკაციაზე. დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. ხელს გვიწყობს ვითარება. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, მასა ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ ადგილი გავითავისუფლოთ. მაღალი ტემპერატურაა და არსებობს გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე. ყველა ზომა გვაქვს მიღებული. ვცდილობთ, ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში. მდინარის კალაპოტში, 25-კილომეტრიან პერიმეტრზე ვახორციელებთ მონიტორინგს. ამ დროისთვის ვეძებთ 12 ადამიანს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close