ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ბოლო სამი დღის განმავლობაში ტყის ხანძრების 200 ახალი კერა გაჩნდა (ვიდეო)

საბერძნეთში მაღალი ტემპერატურის შედეგად გაჩენილ ტყის ხანძრებს მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ებრძვიან.

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ტყის ხანძრების 200 ახალი კერა გაჩნდა.

მედიის ცნობით, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის გამო, სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე მდებარე სანაპიროებიდან სანაპირო დაცვის ხომალდებითა და 30-ზე მეტი კერძო ნავით ორი ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ტურისტები გაიყვანეს.

ტყის ხანძარი კუნძულზე უკვე ხუთი დღეა, მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძარმა ზღვისპირა სოფელ კიოტარიში სამი სასტუმრო დააზიანა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close