მედიცინა

ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა FDA-ს სრული ავტორიზაცია მიიღო

ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა Leqembi-მ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო. 6 ივლისს მიღებული ამ გადაწყვეტილების საფუძველზე აშშ-ში აღნიშნული წამალი ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადების სამკურნალო სქემებსა და სადაზღვევო პაკეტებში ჩაერთვება.

Leqembi პირველი პრეპარატია, რომელმაც მკურნალობის კურსში ჩართვის შემდეგ პაციენტებში დაავადების შედეგად გამოწვეული კოგნიტიური დაქვეითება შეანელა.

წამლის იაპონურმა მწარმოებელმა, Eisai-მ პირობითი თანხმობა FDA-სგან მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგები FDA-მ 1,800 პაციენტისგან შემდგარ კვლევაში დაადასტურა. მარეგულირებლის ცნობით, აღნიშნული წამლით მკურნალობის შედეგად პაციენტებში მეხსიერების დაკარგვის პროცესი დაახლოებით 5 თვით შენელდა.

ამ ეტაპზე მკურნალობის ერთწლიანი კურსისთვის საჭირო მედიკამენტის ღირებულება დაახლოებით $26,500-ია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close