იტალიასაზოგადოება

იტალიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა – დაიღუპა 6 და დაშავდა 81 ადამიანი

იტალიაში, მილანში, Casa dei Coniugi-ს მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

დაღუპულთა შორის ხუთი ქალი და ერთი კაცია.

იტალიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

პოლიციის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას გარკვეული დრო დასჭირდება.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close