ხელოვნებაარტისტისაქართველო

უბერებელი ნანი ბრეგვაძის კიდევ ერთი შესანიშნავი შესრულება – მისი პარტნიორი ამჯერად აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ყოფილი სიძეა (ვიდეო)

ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ და აზერბაიჯანელმა მომღერალმა ემინ აგალაროვმა სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანა“ ჩაწერეს.

ემინ აგალაროვი ერთ-ერთი ცნობილი მომღერალია აზერბაიჯანსა და რუსეთში. ის სიმღერებს რუსულ და ინგლისურ ენებზე ასრულებს, ამჯერად კი ქართულად ამღერდა.

ემინ აგალაროვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ყოფილი სიძეა, ლეილა ალიევას ყოფილი მეუღლე და აზერბაიჯანში ძალიან გავლენიანი ოჯახის შვილი.

ვიდეორგოლი სულ ერთი დღეა, რაც იუთუბზე გამოქვეყნდა და უკვე 50 ათასამდე ნახვა აქვს. „ჩემო კარგო ქვეყანას“ ეს ვერსიაც, თავის წინამორბედებთან ერთად, უკვდავ სიმღერად იქცევა.

ვიდეორგოლის გადაღების ყველა მომენტი და დეტალი უკვე ისტორიაა – ამ პროცესის ამსახველი კადრები „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა.

ნახეთ ეს ვიდეოც და იგრძენით ის საოცარი ატმოსფერო, რომელიც ამ სევდიან მუსიკალურ დღესასწაულზე იყო.

კლიპის გადაღებები „გარდენია შევარდნაძეში“ მიმდინარეობდა, მისი რეჟისორი კი ზაზა ორაშვილია.

ამავე თემაზე: „გარდაუვალს ვერ გარდუხვალ…“ – ნანი ბრეგვაძე მუსიკის მიღმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close