რას არ გაიგებ/ფაქტები

გასაოცარი ამბავი კაცისა, რომელიც 68 წელი გაუთავებლად ასლოკინებდა

უმეტესი ჩვენგანისთვის სლოკინი საკმაოდ შემაწუხებელი, მაგრამ, საბედნიეროდ, ხანმოკლეა. მწვავე შემთხვევებში ის შეიძლება რამდენიმე დღესაც გაგრძელდეს, რაც თითქოს ბევრი ჩანს.

თუმცა შემდეგ ჯერზე, როდესაც სლოკინს დაგაწყებინებთ, გაიხსენეთ კაცი, სახელად ჩარლზ ოსბორნი, რომელსაც გაუჩერებელი სლოკინი 68 წლის განმავლობაში ტანჯავდა.

1922 წლის 13 ივნისს, როდესაც ახალგაზრდა ოსბორნი ნებრასკის შტატში, ღორების ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა, სლოკინი დაეწყო და 1990 წლამდე აღარ გაჩერებულა.

ქრონიკული სლოკინი – ტერმინი, რომლითაც გაუჩერებელ სლოკინს (თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) აღნიშნავენ – შეიძლება არა მხოლოდ შემაწუხებელი იყოს და წონაში კლება გამოიწვიოს, არამედ სერიოზულ გამომწვევ მიზეზზე მიუთითებდეს. ეს შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობები, დიაბეტი, ქირურგიული ჩარევა, რეფლუქსი, ინსულტი, კიბო და ა. შ.

ერთ-ერთი ინგლისელი მუსიკოსი სამი წლის განმავლობაში გაუჩერებლად ასლოკინებდა; საბოლოოდ, ექიმებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზი თავის ტვინის სიმსივნე იყო; ქირურგიულმა ჩარევამ პაციენტი გადაარჩინა.

სამწუხაროდ, ასეთი იღბლიანი არ აღმოჩნდა საბრალო ჩარლზ ოსბორნი.

მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალ ექიმთან მივიდა, სლოკინისგან ვერავინ განკურნა. მოხსენებების თანახმად, ერთმა ექიმმა მისი სლოკინის შეჩერება ნახშირბადის მონოქსიდითა და ჟანგბადით ცადა, მაგრამ ოსბორნი უსაფრთხოდ ვერ სუნთქავდა. ამბობენ, რომ მას მთელი ცხოვრება კარგი იუმორი ჰქონდა და თანდათან ისწავლა სუნთქვის ისეთი მეთოდი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებდა სლოკინის ხმას.

1990 წლის თებერვალში ოსბორნს სლოკინი უეცრად შეუწყდა; მიზეზი ვერავინ დაადგინა. სამწუხაროდ, სლოკინის გარეშე, მშვიდად მან მხოლოდ წელიწადი და  კიდევ 3 თვემდე იცოცხლა და 1991 წლის მაისში გარდაიცვალა 97 წლის ასაკში.

მეცნიერთა შეფასებით, ცხოვრების განმავლობაში მას დაახლოებით 430 მილიონჯერ უნდა დაესლოკინებინა.

თუ გაინტერესებთ, რატომ ვასლოკინებთ და შეუძლია თუ არა რამეს სლოკინის შეჩერება, წაიკითხეთ აქ: 1tv.ge/news/gasaocari-ambavi-kacisa-romelic-68-wlis-ganmavlobashi

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close