11 ევროვიზია 2023-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვიც.
მაყურებლის მიერ მიცემული ხმების შესაბამისად, ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი, სლოვენია.
კონკურსს გამოეთიშნენ: დანია, ისლანდია, სან მარინო, რუმინეთი, საბერძნეთი და საქართველო.
წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა.
ევროვიზია 2023-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში.
დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და, აგრეთვე უკრაინა, როგორც შარშანდელი გამარჯვებული, პირდაპირ გადავიდნენ ფინალში.
ნახეთ, ვინ იმღერებს ფინალში 14 მაისს:
- დიდი ბრიტანეთი: Mae Muller – “I Wrote A Song”
- გერმანია: Lord Of The Lost – “Blood & Glitter”
- საფრანგეთი: La Zarra – “Évidemment”
- იტალია: Marco Mengoni – “Due vite”
- ესპანეთი: Blanca Paloma – “Eaea”
- უკრაინა: ჯგუფი TVORCHI – “Heart of Steel”.
პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები:
- ნორვეგია: Alessandra – “Queen of Kings”
- სერბეთი: Luke Black – “Samo Mi Se Spava”
- პორტუგალია: Mimicat – “Ai Coraçao”
- ხორვატია: Let 3 – “Mama ŠČ!”
- შვეიცარია: Remo Forrer – “Watergun”
- ისრაელი: Noa Kirel – “Unicorn”
- მოლდოვა: Pasha Parfeni – “Soarele si Luna”
- შვედეთი: Loreen – “Tattoo”
- ჩეხეთი: Vesna – “My Sister’s Crown”
- ფინეთი: Käärijä – “Cha Cha Cha”
მეორე ნახევარფინალის გამარჯვებულები:
- სომხეთი: Brunette – “Future Lover”
- ესტონეთი: Alika – “Bridges”
- ბელგია: Gustaph – “Because Of You”
- კვიპროსი: Andrew Lambrou – “Break A Broken Heart”
- პოლონეთი: Blanka – “Solo”
- სლოვენია: Joker Out – “Carpe Diem”
- ავსტრია: Teya & Salena – “Who The Hell Is Edgar?”
- ალბანეთი: Albina & Familja Kelmendi – “Duje”
- ლიტვა: Monika Linkytė – “Stay”
- ავსტრალია: Voyager – “Promise”
ფინალური კონკურსის წინ ბუკმეკერებმა თავიანთი პროგნოზები განაახლეს, მათი შეფასებით, მთავარი ფავორიტია შვედეთის წარმომადგენელი, მეორე ადგილზეა ფინეთი, მესამეზე – უკრაინა:
- შვედეთი (Loreen – “Tattoo”) – 43%;
- ფინეთი (Käärijä – “Cha Cha Cha”) – 22%;
- უკრაინა(TVORCHI – “Heart of Stee”l) – 7%.
ასევე, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ბრიუნეტს (Brunette) – სომეხ მომღერალს. ეფექტურმა ნომერმა, საინტერესო სპეცეფექტებმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
ევროვიზია 2023-ის ფინალურ კონცერტს 14 მაისს საქართველოს პირველ არხი გადმოსცემს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები