ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 41 წლის მამაკაცი პოლიციელზე თავდასხმაშია მხილებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებული ცივი იარაღით შეიჭრა პოვიატის პოლიციის განყოფილებაში და ძალის გამოყენებით დამცავი, კოდირებული კარის გახსნას ცდილობდა.

მან ფიზიკური დაზიანება მიაყენა ადგილზე მყოფ პოლიციის ოფიცერს, თუმცა მამაკაცის დაკავება ადგილზე მოხერხდა.

რა მიზნით შეიჭრა ქართველი მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში, ჯერჯერობით უცნობია. დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close