ვიდეოსაზოგადოება
ქართველი ბიჭის ისტორია LEVI’S-ის რეკლამაშია მოთხრობილი (ვიდეო)
ჩვენც ვერ ვუჯერებდით თვალებს, როდესაც ვიდეორგოლის დასაწყისში „Tbilisi.Georgia.1982“ ამოვიკითხეთ. დიახ, როგორც აღმოჩნდა, Levi’s-ის კამპანიაში სახელწოდებით Greatest Story Ever Worn, ქართული ისტორიაა გადმოცემული.
სიუჟეტის თანახმად, ქართველი ბიჭი საკუთარ ძროხას Levi’s-ის ჯინსის შარვალში ცვლის. ვიდეორგოლსაც ასე ჰქვია – Fair Exchange. ეს ვიდეორგოლი Levi’s-ის დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც 501 მოდელის გამოსვლიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება. კამპანია სააგენტო Droga5-თან ერთად შეიქმნა. ვიდეორგოლებში გადმოცემული სიუჟეტები კი, როგორც ამბობენ, ნამდვილ ისტორიებზეა დაფუძნებული.
კომენტარები