კრიმინალისაბერძნეთი
საბერძნეთში 60 წლის ქართველი კაცი დააკავეს 20 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი უხამსი საქციელისთვის
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დააკავეს 60 წლის ქართველი კაცი, რომელმაც 20 წლის გოგონას სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
როგორც ახალგაზრდა ქალმა სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, სავარაუდო სექსუალური ზეწოლის ფაქტი 10 იანვარს, დღისით მოხდა თესალონიკის ერთ-ერთ ცენტრალურ გაჩერებაზე.
20 წლის გოგონა გაჩერება „კამარაზე“ ავტობუსში ადიოდა, როდესაც, მისივე თქმით, 60 წლის კაცი დუნდულების მიდამოებში შეეხო.
ქართველი მამაკაცი, რომელიც 20 წლის გოგონას საჩივრის საფუძველზე, უხამსი საქციელის გამო დააკავეს, თესალონიკის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების ერთპიროვნულ სასამართლოს გადასცეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები