მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში დაასახელეს

ექსპერტებმა 13 ჯიშის 1000-ზე მეტი ძაღლი კოგნიტიური და ქცევითი დავალებების კომპეტენტურობაზე შეამოწმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

მსოფლიოში არსებობს მოსაზრება, რომ ბორდერ კოლი თავისი სმენისა და მუშაობის უნარით ყველაზე ჭკვიანი ძაღლია, თუმცა მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ბელგიური მალინოა, ასევე ცნობილი, როგორც ბელგიური ნაგაზი, შესაძლოა ყველაზე ინტელექტუალი ძაღლი იყოს.

მალინოა ხშირად ჰყავთ მათ, ვისაც სჭირდება მყნოსველი ძაღლი, დაცვა ან პოლიციის ძაღლი. ამჟამინდელი კვლევებით დასტურდება, რომ იგი საუკეთესო არჩევანია, რადგან გამოირჩევა დამოუკიდებლობით, პრობლემების გადაჭრითა და ადამიანთან კონტაქტის სწრაფად ადაპტირების უნარით.

კვლევის მიხედვით, შეფასების 39-ქულიანი სკალიდან მალიონამ 35 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მას მოსდევს ბორდერ კოლი 26 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე – 25 ქულით ესპანური წყლის ძაღლი.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ტესტი ასევე გამოსადეგია იმისთვის, რომ გაიგო თუ რომელი ჯიში რომელ ასპექტში უფრო ჭკვიანია.

ბელგიური მალინოა
ბორდერ კოლი
ესპანური წყლის ძაღლი

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close