ამერიკაში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ცნობილი ხდება, რომ 42 წლის ლევან გალდავა მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე დმიტრი ლაპკომ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღი ჩაარტყა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ლევან გალდავა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. პოლიციის განაცხადებით, დმიტრი ლაპკოს დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
mtavari.tv
ფეისბუქჯგუფის „ჩვენ ამერიკაში“ წევრის, ელენე ბერიძის ინფორმაციით, ლევან გალდავას ხუთშაბათს, 12 იანვარს დაკრძალავენ ნიუ-იორკში, სტეიტენდ აილენდის მორავიის სასაფლაოზე (Moravian Cemetery).
კომენტარები