ქართველები უცხოეთშისპორტი

მესის შემდეგ მაისურა კვარაცხელიასგან – ხვიჩამ ჭადრაკის დედოფალს საჩუქარი გადასცა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჭადრაკის დედოფალს, ნონა გაფრინდაშვილს განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა – ინფორმაციას პოპულარული გვერდი „ჯეო თიმი“ ავრცელებს.

ლეგენდარული ქართველი ქალბატონი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია ჭადრაკში (რომელზეც Netflix-მა სერია გადაიღო) – ის 1962 წლიდან 1978 წლამდე მსოფლიოს პირველი ნომერი იყო და ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც მამაკაცებში დიდოსტატის ტიტულის მოპოვება შეძლო.

ცნობილი ამბავია, რომ ჭადრაკის ლეგენდა ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ხვიჩაც მარტო ფეხბურთით არ ცხოვრობს და ნონა გაფრინდაშვილი თავისი მოულოდნელი საჩუქრით გაახარა – მას საჩუქრად გადასცა „ნაპოლის“ 77-ნომრიანი მაისურa წარწერით – „მსოფლიო ჭადრაკის დედოფალს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს“.

ამბავს იტალიური გამოცემა ilnapolista გამოეხმაურა, რომელიც ნონა გაფრინდაშvილის დამსახურებას იხსენებს.

„ქართველების კერპმა განსაკუთრებული საჩუქარი „ნაპოლის“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიასგან მიიღო. ქალბატონი გაფრინდაშვილის ამბავმა აიძულა Netflix შეექმნა სერიალი მისი ცხოვრების შესახებ. საუბარია 2020 წელს გადაღებულ და შვიდი ეპიზოდისგან შემდგარ სერიალზე „ჭადრაკის დედოფალი“. სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის – ორი ოქროს გლობუსი, ორი ემი და გრემის ჯილდო, მაგრამ სერიალი ჩემპიონთან სამართლებრივი დავის საგანი გახდა“, – წერს ilnapolista.

შეგახსენებთ, რომ საიუბილეო, 80 წლის დაბადების დღეზე ჭადრაკის დედოფალს თავისი მაისურa ფეხბურთის მეფემ, ლიონელ მესიმ აჩუქა.

1tv.ge

ამავე თემაზე:

ლეგენდის საჩუქარი ლეგენდას – ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა

რა საჩუქარი შეურჩია ფეხბურთის მეფეს ჭადრაკის დედოფალმა – გაფრინდაშვილი მესის სამეფო საჩუქარს გადასცემს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close