fbpx
სპორტი

რა საჩუქარი შეურჩია ფეხბურთის მეფეს ჭადრაკის დედოფალმა – გაფრინდაშვილი მესის სამეფო საჩუქარს გადასცემს

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა ჭადრაკის ქართველ ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბარსელონას“ მაისურა გამოუგზავნა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტს, ნონა გაფრინდაშვილს საპასუხო საჩუქრის შერჩევაში კომპანია „ზარაფხანა“ დაეხმარა, სადაც საგანგებოდ ლიონელ მესისთვის მოოქრული ფიგურებით სამეფო ჭადრაკი დაამზადეს და „კოპა ამერიკაზე“ გამარჯვება მიულოცეს – ეს იქნება ფეხბურთის მეფისთვის ჭადრაკის დედოფლის სიმბოლური საჩუქარი.

„რაც მესისგან საჩუქრად მაისურა მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა, გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა. ამ დროს დამიკავშირდნენ „ზარაფხანიდან“ და მითხრეს, რომ მოოქროვილი სამეფო ჭადრაკის დამზადება სურდათ, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა და მთელი სტადიონი ყვიროდა „მესი! ბარსა!“. ვფიქრობ, ეს სიმბოლური საჩუქარია და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“, – აღნიშნა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილმა.

1tv.ge (შემოკლებით)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close