სპორტი
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ტრიუმფი – პარამოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში გუნდური შეჯიბრის გამარჯვებულია. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 45:42 და კონტინენტის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდნენ, შესაბამისად, ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
ქართველი პარამოფარიკავეები პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას განაგრძობენ და ვიმედოვნებთ, რომ ახალი წარმატებებით გაგვახარებენ.
კომენტარები