იტალიასაზოგადოება

იტალიის სამხრეთ რეგიონებს ხვალიდან კიდევ ერთი ციკლონი ემუქრება

წვიმების შემდეგ მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ხვალ, სამშაბათს, 29 ნოემბერს იტალიას სამხრეთში კიდევ ერთი ციკლონი დაატყდება თავს. გრიგალი ლიონის ყურიდან ხმელთაშუა ზღვამდე მიაღწევს, შემდეგ, სწრაფადვე – სარდინიას, სიცილიას და მთელ სამხრეთს გადაკვეთს. მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი, ქარიშხალი და წყალდიდობა სამხრეთის რეგიონებში, მათ შორის, კამპანიაში. ასეთია საიტ www.iLMeteo.it-ის დამფუძნებლის და დირექტორის, ანტონიო სანოს პროგნოზი.

„მოსალოდნელია ამინდის გაუარესება დიდ კუნძულებზე, უამინდობა გადაინაცვლებს კალაბრიაში, ბაზილიკატაში, კამპანიასა და აპულიაში. უხვი წვიმები, ასევე, შტორმის ან წყალდიდობები შეიძლება ყველა ამ რეგიონს დაატყდეს თავს, განსაკუთრებით იონიის სექტორებს. ჰიდროგეოლოგიური რისკი მაღალი იქნება“, – ამბობს სანო.

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშიც ნალექია მოსალოდნელი, თუმცა მცირე რაოდენობით. ციკლონი ოთხშაბათს უფრო უხვ წვიმას გამოიწვევს სამხრეთში, თუმცა ასევე ადრიატიკის ცენტრალურ რეგიონებში, სადაც თოვლი კვლავ მოვა აპენინებში, 1100 მეტრზე.

ეს კვირა არა მარტო ნალექით, ცივი კლიმატითაც აღინიშნება. ფაქტობრივად, გასულ შაბათ-კვირას ბალკანეთიდან სულ უფრო ცივი ქარები ქრის. შედეგად, ტემპერატურა ყველგან შემცირდება, განსაკუთრებით დღისით და ჩრდილოეთ ნაწილში ორნიშნა მაჩვენებელს იშვიათ ადგილებში მიაღწევს, გარდა ლიგურიისა, 12°C-ის  ფარგლებში იქნება ცენტრალურ იტალიაში, სამხრეთში  კი – 17°C-ზე ნაკლები. ტემპერატურული მაჩვენებლები, თითქმის ერთი წლის შემდეგ, თითქმის ყველგან საშუალოზე ნაკლები იქნება.

ნინო ხოშტარია

P. S. წინა კვირაში გადაუღებელმა წვიმებმა იტალიის კუნძულ ისკიაზე (კამპანიის რეგიონი) დიდი უბედურება დაატრიალა – შაბათს, 26 ნოემბერს კაზამიჩოლაში მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე სახლი ჩაიტანა. დადასტურებულია 8 მსხვერპლი, რომლებიც ამ დრომდე იპოვეს, მათ შორის არიან ბავშვებიც. მერვე დაღუპული, რომელიც მაშველებმა რამდენიმე საათის წინ აღმოაჩინეს ვია ჩელარიოზე, 15 წლის მიქელე მონტია, ფრანჩესკო და მარია მონტების ძმა, რომელთა ცხედრები გუშინ იპოვეს. 4 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველები მათ ძებნას აგრძელებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close