ცნობილ ბერძენ ფსიქიატრს ქართველი იმიგრანტი შინამოსამსახურე წლების განმავლობაში ძარცვავდა
ცნობილი ბერძენი ფსიქიატრი დიმიტრის სურასი ძარცვის მსხვერპლი გახდა თავისი შინამოსამსახურე ქალის მხრიდან, რომელიც მის სახლში წლების განმავლობაში მუშაობდა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. სამწუხაროდ, ბრალდებული ქართველია, რაც თვითონ ფსიქიატრმა დაადასტურა.
36 წლის ქალი ახერხებდა, შეუმჩნევლად გამოეტანა სახლიდან ფასეული ნივთები და ლომბარდშიც კი ჩაებარებინა.
კერძოდ, ახალგაზრდა ქალს ბრალად ედება 5 წლის განმავლობაში ძვირადღირებული ნივთების მოპარვა დამსაქმებლის ბინიდან.
დიმიტრის სურასი შინამოსამსახურეს ბრმად ენდობოდა და წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდა დანაკარგს. და აი, ერთხელაც აღმოაჩინა, რომ მისი სახლიდან ძალიან ძვირფასი ნივთები გაქრა და პოლიციას მიმართა.
სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს და შინამოსამსახურე დააკავეს. მის წინააღმდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სერიული ქურდობის ბრალდებით.
კერძოდ, EL.AS.-ის ცნობით, 36 წლის ქალი, რომელიც დროდადრო მუშაობდა ოჯახის დამხმარედ ფსიქიატრის სახლში ათენის ცენტრში, კოლონაკის რაიონში, ბოლო 5 წლის განმავლობაში იპარავდა იქიდან ნივთებს, მათ შორის, ძალიან ძვირფასსაც.
დაკავებული ქალს 17 ოქტომბერს, დილის საათებში ბრალდება წაუყენეს. მან აღიარა, რომ უძვირფასესი სამაჯური მოიპარა, რომელიც ლომბარდში ჩააბარა. პოლიციამ სამაჯური ლომბარდიდან ამოიღო და მფლობელს დაუბრუნა.
star.gr-ს ცნობით, ქალი იმიგრანტია, წარმოშობით ქართველი, საბერძნეთში ცხოვრების უფლების გარეშე.
როგორც გამოცემა წერს, ფსიქიატრის ცოლმა, ელენიმ რამდენიმე დღის წინ ოთახში უყურადღებოდ დატოვა მისთვისროგორც ფასით, ისე ემოციურად განსაკუთრებით ძვირფასი სამაჯური, მაგრამ სამაჯური გაქრა.
მან ეჭვი მაშინვე ოჯახის დამხმარეზე მიიტანა, რადგან იგი სახლში მარტო იყო. წყვილმა პოლიციას მიმართა.
ქალმა დაკავების შემდეგ აღიარა, რომ სამაჯური ლომბარდში ჩააბარა. როგორც გაირკვა, მან სამაჯურის რეალური ღირებულების 1/10 მიიღო. პოლიციამ მალევე იპოვა მოპარული ნივთი, მანამ, სანამ გაყიდდნენ ან გადაადნობდნენ.
„დიდი მადლობა საბერძნეთის პოლიციას, რადგან 3 საათში დააკავა [დამნაშავე]. მან აიღო სამაჯური, რომელიც ჩვენი ნიშნობის დღეს ვაჩუქე [ჩემს მეუღლეს]“, – თქვა სურასმა star.gr-სთან ინტერვიუში.
წინა წლებში დაკარგული სხვა ნივთებიდან ჯერ პოლიციამ ვერაფერი იპოვა
ნინო ბაჯელიძე
სტატია განახლებულია 10 ოქტომბერს, 15:30 სთ-ზე
კომენტარები