კრიმინალისაქართველო

მიგრანტის გადაყვანას სატვირთო მანქანაში მოწყობილი სამალავით ცდილობდნენ

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს 2 მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული გ. გ. და 1993 წელს დაბადებული კ. ს, ასევე, თურქეთის ერთი მოქალაქე – 1977 წელს დაბადებული ი. ფ. დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქე ჰ. გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის – სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close