ბათუმი უკვე მეორედ გახდა ტურისტული „ოსკარის“ მფლობელი
ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო, ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა. ამ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.
„World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.
ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი“, – წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
ბათუმის მერიის ცნობით, World Travel Awards-ის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ბათუმმა 10 ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას შორის მოიპოვა გამარჯვება.
აღსანიშნავია, რომ ბათუმმა „ტურისტული ოსკარი“ 2019 წელსაც დაიმსახურა.
World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული, როგორიცაა: წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციონები, მიმართულებები, ტუროპერატორები, აგრეთვე, საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა. შ.
კომენტარები