მსოფლიოსაზოგადოება

„ფეთქებადი“ ექსპერიმენტი – ესპანეთში, სამეცნიერო ფესტივალზე აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 10 ბავშვი (ვიდეო)

ესპანეთში, სამეცნიერო ფესტივალზე მომხდარი აფეთქებისას 18 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. შემთხვევა ჟირონის უნივერსიტეტში მოხდა, როდესაც მეცნიერი 200-დან 300 ადამიანის თანდასწრებით ექსპერიმენტს ატარებდა. მას სურდა ეჩვენებინა თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის რეაქცია, რა დროსაც კასრი აფეთქდა.

როგორც ცნობილია, ყველა დაშავებულს კასრის მეტალის ნაწილები აქვს მოხვედრილი, მათ შორის, თავად მეცნიერსაც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close