იტალიასაზოგადოება

იტალია: ორი მიწისძვრა ასკოლიში ერთი წუთის ინტერვალით

დღეს იტალიაში, ასკოლი პიჩენოში (Ascoli Piceno, მარკეს რეგიონი) დღისით საკმაოდ ძლიერი ორი მიწისძვრა მოხდა ერთი წუთის ინტერვალით – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. განგაშმა პესკარამდე მიაღწია.

ასკოლი პიჩენოში პირველი მიწისძვრა მოხდა ადგილობრივი დროით 12:24 სთ-ზე – მაგნიტუდით 3,9-იდან 4,4 ბალამდე, მეორე – ერთი წუთის შემდეგ, მაგნიტუდით 3,4-იდან 3.9 ბალამდე. ეპიცენტი ფილინიანოში იყო.

მიწისძვრა კარგად იგრძნობოდა ძალიან დიდ ტერიტორიაზე, ტერამოდან პესკარამდე და, საერთოდ, მთელ ადრიატიკის სანაპიროზე.

მიწისძვრისას ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, თუმკა პანიკა არ შეინიშნებოდა. სასწავლო პროცესი სეჩერდა ზოგიერთ სკოლაში, მაგ., Cantalamessa-ში, სადაც მოსწავლეთა ჯგუფები ეზოში გამოვიდნენ, სხვა სკოლებიდან კი ბავშვები არ გამოუშვეს.

ამჟამად სიტუაცია ნორმალურია, მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღეს იტალიაში მიწისძვრა მოხდა გენუაშიც, ბარგალიდან დასავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით, ადგილობრივი დროით 15:39 სთ-ზე, რომლის სიმძლავრე  4,1 მაგნიტუდა იყო და 2, 5 და 3,6 მაგნიტუდის 2 მიწისძვრა – სიცილიაზე, კატანიის რაიონში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close