სამეფო ოჯახის ფუტკრებს ელიზაბეთ მეორის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს
მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ფარგლებში, ბუკინგემის სასახლესა და კლარენს ჰაუსში ბინადარ სამეფო ფუტკრებს დედოფალ ელიზაბეთ მეორის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 79 წლის სამეფო მეფუტკრე ჯონ ჩეპელმა ყველა სკას სამგლოვიარო შავი ლენტი შეაბა, ყველა მათგანზე დააკაკუნა და ტრადიციული ფრაზა თქვა: „თქვენი პატრონი გარდაიცვალა, მაგრამ არ გაფრინდეთ. ახალი პატრონი კარგად მოგექცევათ“.
ბრიტანეთში ითვლება, რომ თუ ფუტკრებს მფლობელის შეცვლის შესახებ არ შეატყობინებენ, ისინი თაფლის წარმოებას შეწყვეტენ, გაფრინდებიან ან დაიხოცებიან.
ელიზაბეთ მეორე 8 სექტემბერს 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე (და ფუტკრების ახალი მეპატრონე) ელიზაბეთის ვაჟი – ჩარლზი, მეფე კარლ მესამე გახდა.
დედოფალს 19 სექტემბერს ლონდონში დაკრძალავენ.
imedinews.ge
კომენტარები