იტალიის სანაპირო წყლებში, ხმელთაშუა ზღვაში 40 მეტრი სიგრძის იახტა ჩაიძირა. შემთხვევა სკვილაჩეს ყურეში, კატანძარო მარინას სანაპიროდან ცხრა საზღვაო მილის (დაახლ. 17 კილომეტრის) დაშორებით მოხდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
კაიმანის კუნძულების დროშით მცურავი იახტა „საგა“ (Saga) იტალიური ეკიპაჟით შაბათს დაახლოებით 13:00 საათზე ჩაიძირა. იახტა გალიპოლიდან მილაცოში მიცურავდა.
იტალიის სანაპირო დაცვამ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი – ოთხი მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი გადაარჩინა.
დაწყებულია გამოძიება კატასტროფის მიზეზის დასადენად.
კომენტარები