პოლიტიკასაქართველო
რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ აგვისტოს ომის შესახებ
14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით ამ სისხლიანი 5 დღის შესახებ. სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც ომში აშშ-ს დახმარებს შეეხება.
„ბევრმა არ იცის, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში, ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.
ბევრმა არ იცის, რომ თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები).
ბევრმა არ იცის, რომ მე-6 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი. და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8-ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს.
ბევრმა არ იცის, რომ 14.08.08 იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოჰყვებოდა ავიაგამანადგურებლები.
ბევრმა არ იცის, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნება აღქმული, როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.
ბევრმა არ იცის, რომ „აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში“ ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიცი“.
კომენტარები