fbpx
ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ბინების ძარცვაში ბრალდებული ქართველები ესპანეთიდან საქართველოში გამოაძევეს

არაგონის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ სარაგოსაში ბინების ძარცვაში ბრალდებული სამი ქართველი ესპანეთიდან საქართველოში გამოაძევეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

aragondigital.es-ის ცნობით, სარაგოსის პროვინციულმა სასამართლომ ბრალდებულ ქართველებს პატიმრობის ნაცვლად განაჩენის სახით ქვეყნიდან გაძევება გამოუტანა.

საქმე ეხება ბინების ძარცვას, რომელიც 2021 წლის ზაფხულში მოხდა არაგონის დედაქალაქში. ეროვნული პოლიციის პრესრელიზის თანახმად, ბრალდებულებმა სარაგოსაში, ანდადორ პილარ კუარტეროს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში რამდენიმე ბინა გაძარცვეს. პოლიციამ მძარცველები – 33, 37 და 38 წლის სამი მამაკაცი 2021 წლის 11 ივლისს დააკავა.

როგორც ირკვევა, ქართველებმა ერთ-ერთი სახლის კარი გატეხეს და მის მიმდებარე მეზობელ სახლებშიც ამ ერთი სახლიდან შედიოდნენ – კიბით, ქვედა და ზედა სართულებზე და ზოგჯერ ზეწრების გამოყენებით. მათ სახლიდან ფულისა და სამკაულების გარდა სხვა ნივთებიც მიჰქონდათ.

ამას გარდა, დაკავებულებს ბრალი წაუყენეს რამდენიმე ძალადობრივ ძარცვაში, რომლებიც 2019-2020 წლებში მოხდა სარაგოსის რამდენიმე ქუჩაზე (Diputados, Sagasta და Lausana) მდებარე სახლებში.

მედიის ცნობით, ისინი სხვადასხვა სახელს იყენებდნენ და ისინი პოლიციის ოქმებში უკვე იყვნენ დაფიქსირებულები. დაკავებულები სასამართლოში მიიყვანეს, მოსამართლემ კი მათი დროებით საპატიმროში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

აგვისტოს დასაწყისში სარაგოსას პროვინციულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულებს პატიმრობა ესპანეთის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაძევებით ქართველი კრიმინალები ესპანეთში შეუცვალა. 4 აგვისტოს 3 ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი მადრიდის ბარახასის აეროპორტიდან სამშობლოში გამოაძევეს. მათ ესპანეთში შესვლა, სულ ცოტა, 5 წლით აეკრძალათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close