მსოფლიოკრიმინალი

ამერიკელი ტურისტი ქალი პარიზის ცენტრში საზოგადოებრივ ტუალეტში გააუპატიურეს

პარიზის და სრულიად საფრანგეთის საზოგადოება გააოგნა ძალადობის ფაქტმა, რომელიც დედაქალაქის მე-4 ოლქში, მდინარე სენის სანაპიროს ტურისტულად დატვირთულ, უსაფრთხოდ მიჩნეულ ადგილას მოხდა – შაბათიდან კვირა ღამით პარიზის ცენტრში, საზოგადოებრივ ტუალეტში ამერიკელი ტურისტი ქალი გააუპატიურეს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით. 

გამოცემის ცნობით, 27 წლის ამერიკელი ტურისტი ქალი პარტნიორ მამაკაცთან ერთად შაბათს ღამით გამოვიდა სასეირნოდ მდინარე სენის ნაპირას, პარიზის ტურისტული უბნის შუაგულში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან და დედაქალაქის მერიიდან არც ისე შორს.

ეს ადგილი სენის მარჯვენა სანაპიროზე Paris Plages-ის მთავარი თავშეყრის წერტილია ზაფხულში და სავსეა ტურისტებით და პარიზელებით როგორც დღისით, ისე ღამით, რომლებიც დასალევად ან  პიკნიკის გასამართად გამოდიან.

ღამის 1:35 სთ-ზე ამერიკელი  ქალი საზოგადოებრივ ტუალეტში შევიდა, რომელიც ლუი-ფილიპის ხიდთანაა. ტუალეტი იქ მდებარე ბარებთან ახლოსაა და უსაფრთხოდ და კარგად მოვლილად ითვლებოდა.

ადგილობრივი გამოცემის, Le Parisien-ის ცნობით, ქალის პარტნიორი ითანი მას დაახლოებით 10 წუთს ელოდა და, შეშფოთებული, რომ იგი ამდენ ხანს არ გამოჩნდა, ტუალეტს მიუახლოვდა, საიდანაც ტირილის ხმა შემოესმა. მან კარი გააღო და დაინახა, რომ მის პარტნიორზე ძალადობდნენ. ითანმა პოლიცია გამოიძახა. ზონის დაცვის თანამშრომლებმა ფაქტზე დააკავეს 23 წლის ალჟირელი მამაკაცი, რომელიც ანიერ-სურ-სენში – Asnières-sur-Seine (Hauts-de-Seine), პარიზის გარეუბანში ცხოვრობს. პირველად პოლიციის დაკითხვისას მან უარყო ძალადობა და ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ქალის თანხმობით მოხდა, თუმცა პოლიციამ იგი ფაქტზე დააკავა და, სავარაუდოდ, არ დაუჯერებენ.

27 წლის ტურისტმა ქალმა სამართალდამცველებს ჩვენება მისცა, რომ მას საზოგადოებრივ ტუალეტში თავს დაესხნენ და იძალადეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილი ალჟირელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც „ლე პარიზიენი“ აღწერს, როგორც გამხდარსახიანს, ჩაცვენილი თვალებით, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამი იყო. როდესაც დააკავეს, მას სახეზე დარტყმების კვალი აღენიშნებოდა.

სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ბრალი წაუყენეს და საპატიმროში გადაიყვანეს. ამერიკელი წყვილი კი სამშობლოში გაფრინდა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, კიდევ ერთმა დაზარალებულმა – 18 წლის  გოგონამ შეიტანა საჩივარი გაუპატიურებაზე ორშაბათს, 8 აგვისტოს, დილით ვერსალში (იველინი), მინიოს საავადმყოფოს გადაუდებელი გინეკოლოგიური დახმარების განყოფილებაში ვიზიტის შემდეგ. მისი თქმით, იგი კვირიდან ორშაბათ ღამით გააუპატიურეს საზოგადოებრივ ტუალეტში, შატლეს სექტორში. დაზარალებული გოგონა და 2 მოწმე პოლიციამ დაკითხა. ახალგაზრდა ქალის თქმით, მან პარიზში გაატარა საღამო ორ მეგობართან ერთად, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა საზოგადოებრივ ტუალეტში წაიყვანა და მასზე იძალადა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close