იტალიაკულტურა

იტალია: როგორ იღებენ მონეტებს ტრევის უდიდესი შადრევნიდან (ვიდეო)

რომის ყველაზე დიდი და პომპეზური ტრევის შადრევანი ტურისტული „მექაა“.

არსებობს ლეგენდა, რომ თუ შადრევანში ერთ მონეტას ჩააგდებ, აუცილებლად დაბრუნდები რომში, ორი მონეტა სასიყვარულო შეხვედრაა, სამი – ქორწილი, ოთხი – სიმდიდრე, ხუთი კი – განშორება.

შადრევნის მარცხენა ნაწილში მდებარეობს „მიჯნურთა მილები“. ლეგენდის თანახმად, წყვილები, რომლებიც ამ მილებიდან დალევენ წყალს, სამუდამოდ ერთად იქნებიან.

ერთი ხანობა ქალაქის ადმინისტრაციამ, რომელიც შეშფოთებული იყო შადრევნის მდგომარეობით, ტურისტებს მონეტების ჩაყრა აუკრძალა, მაგრამ ტრადიცია მაინც დაბრუნდა და დღეს ყველა, ვისაც კვლავ სურს რომის მონახულება, ტრევის შადრევანთან მონეტის ჩაყრის რიტუალს ატარებს.

ასეთი გულუხვი „შემოწირულობების“ გამო ყოველი წლის ბოლოს შადრევნიდან დაახლოებით 700 000 ევროს იღებენ. როგორც ამბობენ, ფული საქველმოქმედო ორგანიზაციებში ნაწილდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close