კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის პოპულარულ კურორტზე ქართველი ბიზნესმენი გაძარცვეს

საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მოდური და ბოჰემური კურორტია, ქართველი ბიზნესმენი, თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე (ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) გიორგი ბაჩიაშვილი გაძარცვეს. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „პროტოთემა“ წერს, რომელსაც თავად ბიზნესმენმა დაუდასტურა გაძარცვის ფაქტი.

დამნაშავეებმა მდიდრულ ვილაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ბაჩიაშვილი სასეირნოდ იყო წასული და ათიათასობით ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.

– სულ რაღაც ერთი საათით ვიყავი გასული, – უთხრა გამოცემას ქართველმა  ბიზნესმენმა.

„პროტოთემას“ ინფორმაციით, შემთხვევა 6 ივლისს მოხდა, 22:50-იდან 23:50 სთ-ის ფარგლებში კუნუპას რაიონში. ბიზნესმენი სასეირნოდ იყო წასული თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. სწორედ ამ  დროს მძარცველებმა მდიდრული ვილის ფანჯარა გატეხეს და ასე შეაღწიეს შიგნით, სადაც ერთ-ერთ საძინებელ ოთახში 90 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა იპოვეს და გაიტაცეს. ამის შესახებ 35 წლის ბიზნესმენმა მეორე დღეს თავად განაცხადა მიკონოსის უსაფრთხოების სამსახურში ჩვენების მიცემისას. მისივე ინფორმაციით, მძარცველების მიერ წაღებული ძვირფასეულობა დაზღვეული არ ყოფილა.

მიკონოსი

protothema.gr-სთან საუბრისას მან თქვა, რომ პოლიციელებმა ფოტოები გადაიღეს და თითის ანაბეჭდები აიღეს და იმედი აქვთ, რომ მოპარულ ნივთებს იპოვიან.

ნინო ბაჯელიძე

p. s. ცნობისათვის, თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წელს. გიორგი ბაჩიაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდში ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ფონდის მთლიანი კაპიტალის 15 პროცენტია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close