ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11-17 ივლისი

კვირის პირველ ნახევარში ვარსკვლავების მდებარეობა გარშემო მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის კარგ შესაძლებლობებს განაპირობებს. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ახალი პარტნიორული, მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობების დამყარება. შეამჩნევთ, რომ ახლა თქვენთან ურთიერთობის და თქვენთან ერთად საქმის კეთების სურვილი ბევრს გაუჩნდება. საშუალება გეძლევათ, აირჩიოთ – ვისთან უნდა დაიწყოთ მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობა, ამიტომ რეკომენდებულია, კარგად დაფიქრდეთ და მხოლოდ მათთან დაიჭიროთ საქმე, ვინც ნამდვილად საინტერესოა თქვენთვის. არ არის გამორიცხული, კვირის პირველ ნახევარში მოგზაურობა მოგიწიოთ, რომელიც შესაძლოა ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს, თუმცა ეს თქვენი ინიციატივით არ მოხდება.

კვირის მეორე ნახევარი უფრო რთული და დაძაბული იქნება. კონფლიქტები გამორიცხული არ არის. ეს გაითვალისწინეთ და შეეცადეთ, ამ დღეებმა შეძლებისდაგვარად მშვიდად ჩაიაროს.

ვერძი

განმარტოების სურვილის განხორციელება თითქმის შეუძლებელია, რადგან მთელი კვირა უამრავი ადამიანით იქნებით გარშემორტყმული. ასე რომ, მოემზადეთ კომუნიკაციისთვის, გაიღიმეთ და კეთილგანწყობილი იყავით. ამ კვირაში თქვენი ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, გადალახოთ ფინანსური და საქმიანი სირთულეები, თუმცა ზედმეტად ნუ ენდობით თქვენს კოლეგებს, მათი ბევრი ქმედების წარმმართველი, დიდი ალბათობით, შური იქნება. პარასკევს, სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენი საქმიანობით არიან დაინტერესებულნი. შაბათ-კვირას თქვენი ჰობით დაკავდით, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, ისაუბრეთ სასიამოვნო ადამიანებთან. კარგი პერიოდია ოჯახური ურთიერთობების გასაძლიერებლად.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 კურო

ამ კვირაში ცხოვრებამ შესაძლოა გამოცდა მოგიწყოთ. რეკომენდებულია, კარგად გააანალიზოთ მოვლენები, რათა შესაძლო მატერიალური დანაკარგები თავიდან აიცილოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, რადგან მღელვარება და ემოციურ ნიადაგზე გადაწყვეტილებების მიღება კარგს არაფერს მოგიტანთ. აკეთეთ ის, რაც გიყვართ და ფრთხილად იყავით ხარჯებთან დაკავშირებით. პროფესიულ სფეროში და ბიზნესში ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, მატერიალური ქონების საკითხებზე ნუ ჩაიციკლებით, ყოველი ნაბიჯინკარგად გაიაზრეთ. ახლა შესანიშნავი დროა დასვენებისთვის. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ზრუნვა კი მომავლისთვის გადადეთ.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

ტყუპი

ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება იყოს პროფესიული განვითარებისთვის. შემოსავლის ზრდა და კარიერული წინსვლა თქვენი ძალისხმევისა და თავდადების ჯილდო იქნება. სიმშვიდე დაგეუფლებათ და ურთიერთობები ჰარმონიული იქნება, თქვენი სანუკვარი სურვილი ასრულდება. შუა კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ამბიციურია და სურს საუკეთესო იყოს სამსახურში. პარასკევს შესაძლოა ორიგინალური იდეა დაგებადოთ, რომელსაც უახლოეს მომავალში განახორციელებთ. ეცადეთ შაბათ-კვირა ბუნებაში, ყველაზე კომფორტულ გარემოში გაატაროთ. მარტოხელებმა შეიძლება თავიანთი საბედო იპოვონ და მალე დაქორწინდნენ კიდეც.

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლებელია საინტერესო და სათავგადასავლო მოგზაურობები, თან დიდ კომპანიასთან ერთად. თუ შვებულებაში წასვლას ჯერ ვერ მოახერხებთ, ვარსკვლავები მეგობრულ შეხვედრებს და უამრავ პატარა, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებიან. სამშაბათს სასურველია, ფრთხილად იყოთ მეზობლების ემოციებთან დაკავშირებით, რადგან შეიძლება ძალიან მარტივად შეურაცხყოთ ისინი. თავს განსაკუთრებით თბილად და მშვიდად იგრძნობთ დედის, ბებიის, უფროსი დის კომპანიაში ან თუნდაც ხანდაზმულ ახლობელ ქალბატონებთან. ისინი თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებენ და მზად იქნებით, ყველანაირად გამოხატოთ თქვენი მადლიერება მათ მიმართ. კვირის მეორე ნახევარში არსებობს საშიშროება, რომ ძველმა საქმიანმა პარტნიორებმა იმედი გაგიცრუონ. მზად იყავით ამისთვის.

სასიკეთო დღეები: 11, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

ლომი

თქვენ წინაშე წარმოქმნილი სირთულეები და დაბრკოლებები მთელი კვირის განმავლობაში თანდათან შერმცირდებ. სამშაბათს ფრთხილად იყავით, რადგან საქმეში შეცდომებმა და არასწორმა გათვლებმა შეიძლება ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ზოგიერთი საორგანიზაციო საკითხი რთულად მოგვარდება, თუ ყველა ღონეს არ იხმართ. სასურველია არ გაავრცელოთ ინფორმაცია თქვენი გეგმებისა და მისწრაფებების შესახებ, მაშინ მათი განხორციელების შანსი გაცილებით მაღალი იქნება. ოთხშაბათს შეიძლება სამუშაოთი ძალიან დაიტვირთოთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად და მიზნების მისაღწევად –  ყველაფერი სრულად ანაზღაურდება შემოსავლისა და კარიერის ზრდის სახით. შაბათ-კვირას ოჯახს საკმარისი დრო დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

 ქალწული

შინაგანი წონასწორობის შექმნისა და წინსვლის კვირაა. თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების წყალობით ერთი გადამწყვეტი და თავდაჯერებული ნაბიჯი საშუალებას მოგცემთ, წინ წახვიდეთ და შესამჩნევად გააუმჯობესოთ თქვენი პოზიცია საქმიანობის ყველა სფეროში, თუ მკაფიო მიზანს დაისახავთ და ამ მიმართულებით თანმიმდევრულად გადადგამთ ნაბიჯებს. ყურადღებით მოეკიდეთ გარშემო მყოფებს, ისინი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან. თუ მიღწეულზე გაჩერდებით, შეიძლება ხელიდან გაუშვათ რეალური შანსი, რომ ბევრად მეტ წარმატებას მიაღწიოთ და ხელმძღვანელობას ასეთი საქციელი არ მოეწონება. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს დაღლილობისა და გადატვირთვის რისკი. კვირის ბოლოს შეიძლება მიიღოთ მოწვევა საინტერესო შეხვედრაზე, – უარი არ თქვათ.

სასიკეთო დღეები: 11, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

სასწორი

ამ კვირაში ბევრი საზრუნავი და სირთულე წარსულში დარჩება და თქვენი კარგი განწყობა, სხვების მხარდაჭერა დაგეხმარებათ, წარმატებას მიაღწიოთ სამსახურში. ახალი ვალდებულებების აღების, იდეების მოფიქრებისა და პროექტების წამოწყების ნუ შეგეშინდებათ. ოთხშაბათს შესაძლებელია სიურპრიზები, მნიშვნელოვანია ადეკვატური რეაგირება იმაზე, რაც ხდება, რადგან რჩევას ვერავის სთხოვთ. პირად ცხოვრებაში პრობლემების მოგვარება ოჯახური ურთიერთობების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ხუთშაბათს უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ. პარასკევს შეეცადეთ დაასრულოთ მიმდინარე საქმეები და ხარვეზები გამოასწოროთ, რათა შაბათ-კვირას დასვენებაში ხელი არაფერმა შეგიშალოთ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 15.

მორიელი

ამ კვირაში ყველაფერი უფრო მარტივად და მშვიდად მიიღეთ, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვისი საქმეების მოგვარებას. თქვენი სურვილები სწორედ მაშინ აგისრულდებათ, როცა უკვე იმედი გადაგეწურებათ. ოთხშაბათს სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენს უახლოეს მომავალზე. პირადი და სამსახურის საქმეები ისე გაანაწილეთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. კვირის ბოლოს გექნებათ შანსი, კარიერაში რაღაც შეცვალოთ, მაგრამ ჯერ თქვენი პრიორიტეტები განსაზღვრეთ და დაფიქრდით: ღირს ბედის შეცვლა, თუ ჯობია ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის?

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

მშვილდოსანი

ამ კვირის დასაწყისში შვებულებაში წასვლამ შესაძლოა სამსახურში პრობლემები თავიდან აგაცილოთ. ამის მიუხედავად თუ მუშაობას მაინც განაგრძობთ, მაშინ წვრილმანებზე არ უნდა ინერვიულოთ. შესაშური მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს საქმიან პარტნიორებს შეუძლიათ თქვენი ემოციურობით ისარგებლონ და კონფლიქტური სიტუაცია შექმნან. ამ კვირაში შეიძლება აღდგეს დაკარგული მნიშვნელოვანი კონტაქტები და კავშირები. პარასკევს შემთხვევითი შეხვედრები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. ოჯახურ ცხოვრებაში ბევრ თქვენგანს გაუხარდება შვილების წარმატება. მეტი დრო გაატარეთ მათთან.

სასიკეთო დღეები: 11, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

თხის რქა

ამ კვირაში  ზედმეტად გატაცებული ხართ სტრატეგიული გეგმების შედგენით, უმჯობესია აქტუალურ პრობლემებს გაუმკლავდეთ. სამშაბათი არ არის საუკეთესო დრო სამუშაო საკითხების ნაჩქარევად გადასაჭრელად. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც მხარს გიჭერთ. ბევრ თქვენგანს უძრავი ქონება ამ კვირაში კარგ შემოსავალს მოუტანს. ნუ მისცემთ უფლებას თავს, რომ უსაფუძვლო ეჭვებმა შეგაწუხოთ; სანამ ჭორებს დაიჯერებთ, შეეცადეთ მათი წყარო დაადგინოთ.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 13.

მერწყული

თქვენი პირადი ცხოვრება ამ კვირაში, სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანებთან განსაკუთრებით თბილი და გულწრფელი ურთიერთობებით გაგახარებთ. არ არის გამორიცხული მცირე, მაგრამ მდიდარი და საინტერესო ოჯახური მოგზაურობები, რაც ნათესავებთან თქვენს ურთიერთგაგებას გააღრმავებს. ამ პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაძლიერდება. სამსახურში კარიერული წინსვლა გელოდებათ, თუ იდეების მოფიქრება და ახალი პროექტების განხორციელება არ დაგეზარებათ. გამოიჩინეთ გონიერება და დიპლომატიურად მიუდექით საჭირბოროტო საკითხებს როგორც სამსახურში, ისე სახლში. საკმარისი დრო დაუთმეთ სულიერ განვითარებას, მაგრამ შეეცადეთ თქვენი ორიგინალურობის სურვილი ზედმეტობაში არ გადაიზარდოს. გახსოვდეთ, რომ ზომიერება „ოქროს სტანდარტია“.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

თევზები

ამ კვირაში თქვენს საქმიანობას თვალს თუ გადაავლებთ, კარგად გაიაზრეთ, ვინ და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. სიმკაცრე და პრინციპულობა კარგია, მაგრამ არა ყოველთვის და ყველაფერში. ისწავლეთ არა მხოლოდ მოსმენა, არამედ გაგებაც, არ დაემორჩილოთ მყისიერ იმპულსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ დასანან შეცდომებს დაუშვებთ. კომუნიკაბელურობა საშუალებას მოგცემთ, გააფართოოთ თქვენი საქმიანი კავშირები და ახალი და სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ. პარასკევს არ გამოტოვოთ პერსპექტიული შეთავაზება. კვირის ბოლო დღეები შესანიშნავი დროა ოჯახური და რომანტიკული ურთიერთობებისთვის.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close