კრიმინალისაბერძნეთი

ცოლის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ბერძენი ამბობს, რომ ქართველებმა ციხეში მისი ლიკვიდაცია შეუკვეთეს

გახმაურებული მკვლელობის შესახებ, რომელიც შარშან ზაფხულს საბერძნეთში მოხდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ბერძნული მედიის ცნობით, გარდაცვლილი 20 წლის კეროლაინ კრაუჩის მეუღლე, რომელიც მის მკვლელობაშია ბრალდებული და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, აცხადებს, რომ ქართველებმა საპატიმროში მისი ლიკვიდაცია დაუკვეთეს და რამდენიმე თვის წინ მუქარის შემცველი შეტყობინებაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ქართველს ბრალდებოდა.

გაზეთ Guardian-ში ელენა სმიტის სტატიის თანახმად, მეუღლის სასტიკი მკვლელობისთვის მსჯავრდებული აცხადებს, რომ შიშში ცხოვრობს, რადგან ქართული მაფიის წევრები ემუქრებიან.

34 წლის კაცის მტკიცებით, პატიმრებისგან შეიტყო, რომ „უზარმაზარ თანხას“ მისი სიცოცხლის სანაცვლოდ სთავაზობენ.

რამდენიმე დღის წინ პილოტის ადვოკატმა ალექსანდროს პაპაიოანიდისმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის სიცოცხლეს უეჭველად საფრთხე ემუქრება.

„ის ბევრად უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა კორიდალოსში“, – თქვა ადვოკატმა.

ბერძნული მედიის ცნობით, მსჯავრდებული მფრინავი მალანდრინოს ციხიდან კორიდალოს ციხეში გადაყვანას ითხოვს. ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციას წერილობით უკვე მიმართა.

ცნობისთვის, მკვლელობა 2021 წლის მაისში, ათენის გარეუბანში​ მოხდა. თავდაპირველად დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა, მოგვიანებით მისი მონაწილეობა დანაშაულში არ დადასტურდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 20 წლის კეროლაინის მკვლელობისთვის დაკავებულმა ქმარმა მკვლელობის მოტივად ბოლო დროს გახშირებული ოჯახური კონფლიქტები დაასახელა.

ამ ამბავს ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი ელენა აკრიტა გამოეხმაურა და მანამდე დაკავებულ ქართველს მადლობა გადაუხადა.

„ქართველ მამაკაცს კეროლაინის მკვლელობა რომ ეღიარებინა, ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა. ხარალამბოს ანაღნოსტოპულოსი ასე გააგრძელებდა, იქნებოდა უბედური მეუღლე და კარგი შვილი. მიხალის ხრისოხოიდისი კიდევ ერთხელ დაამარცხებდა კრიმინალს და საზოგადოება მშვიდად იქნებოდა, რომ ერთი „ცუდი უცხოელი“ ციხეში ჩაჯდა. მადლობა, ქართველო, რომ არ გატყდი!“ – დაწერა ელენა აკრიტამ.

primetime.ge

ამავე თემაზე: ბერძენ პილოტს ცოლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ძაღლის მოკვლისთვის – კიდევ 10 წელი და ჯარიმა

„მადლობა, ქართველო, რომ არ გატყდი!“ – ბერძნები საქართველოს მოქალაქის დასაცავად გამოვიდნენ, რომელსაც ცოლის მკვლელი პილოტი დანაშაულს აბრალებდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close