კრიმინალისაბერძნეთი
ვინ არის საბერძნეთში დააკავებული ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს ძარცვავდა (ვიდეო)
მოხუცების მომვლელად წლების წინ წასული ქართველი ქალი ათენში ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ის საბერძნეთში მომვლელად 16 წელი მუშაობდა. ქალი ძარცვის რამდენიმე ეპიზოდშია მხილებული.
„კურიერმა“ დღეს ბრალდებულის ვინაობა დაადგინა. 47 წლის ქალი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან არის. საზღვარგარეთ სამუშაოდ, ჯერ კიდევ, 2006 წელს წავიდა. დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ მისი ახლობლები.
დაკავებულის ოჯახში “კურიერს” დაუდასტურეს, რომ ქალი წლებია საბერძნეთში მომვლელად მუშაობს. ბრალდებულის დედა ჰყვება, რომ დამსაქმებლებს მისი შვილის მიმართ პრეტენზია არასდროს გამოუთქვამთ. მომხდარის დეტალები ოჯახისთვისაც უცნობია. იმედოვნებენ, რომ საქმე ეხება გაუგებრობას, რომელიც მალე გაირკვევა.
კომენტარები