fbpx
ეკონომიკამოგზაურობამსოფლიო

ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-მა ახალ რეისები დაამატა, იზრდება ფრენის სიხშირეც

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ახალ რეისებს ამატებს, ზოგი ქვეყნის მიმართულებით კი ფრენის სიხშირეს ზრდის. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

პირველი აგვისტოდან განახლდება პირდაპირი რეგულარული რეისები  ტალინის (ესტონეთი) მიმართულებით, 4 აგვისტოდან კი – პარიზის (საფრანგეთი) მიმართულებით.

  • ტალინი – კვირაში ორი რეისი;
  • პარიზი – კვირაში ერთი რეისი.

გარდა ამისა, ფრენის სიხშირე გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონის, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, თესალონიკის და ვროცლავის მიმართულებებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  2022 წლის 5 თვეში მთლიანობაში 232 450 მგზავრს მოემსახურა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close