სამზარეულო
კომბოსტოს სალათა (სამარხვო)
კომბოსტოს სალათას უამრავი რეცეპტი არსებობს და ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის მისაღებს. ეს დაბალკალორიული სალათა საკმაოდ სწრაფად მზადდება და თუ გსურთ, თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაუმატოთ.
საჭირო პროდუქტი: 500 გ კომბოსტო, 1/4 ჩ. ჭ. ძმარი, 0.5 ჩ/კ შაქრის ფხვნილი, 1 ს.კ. ზეთი, 2-3 სტაფილო, თითო კონა ქინძი და კამა, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: კომბოსტოს მოაშორეთ უვარგისი ფოთლები, გარეცხეთ და დაჭერით წვრილად, მოაყარეთ მარილი და ხელით ასრისეთ. როცა დარბილდება, კარგად გაწურეთ. მოათავსეთ სასალათეში, მოასხით შაქრიანი ძმარი. 30-40 წუთის შემდე გ დაუმატეთ ზეთი, გახეხილი სტაფილო, პილპილი, წვრილად დაჭრილი ქინძი და კამა.
კომენტარები