შეუცნობელი

ადამიანი შვიდჯერ იბადება: რეინკარნაციის ეტაპები და პიროვნული დახასიათება

რეინკარნაციის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ თითოეული ადამიანი დედამიწას შვიდჯერ ევლინება, ვინაიდან სწორედ ამდენი ხელახალი დაბადება სჭირდება სულს ან ბოლომდე განსაწმედად და სახსნელად, ან მარადიულ გეენაში დასანთქმელად.

წარმოგიდგენთ პიროვნების ტიპებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელთა სახითაც კვლავ და კვლავ იბადება ადამიანი.

თუ აღწერილობას ყურადღებით გაეცნობით, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ განსაზღვროთ, რომელ სტადიაზე ხართ ახლა და სწორი დასკვნებიც გააკეთოთ.

I დაბადება — ბავშვი

ეს ადამიანის პირველი დაბადებაა, ანუ რეინკარნაციის შვიდეულიდან პირველი.
ამ სტადიაზე ადამიანის სული გაოცებული აკვირდება ყველაფერს, რაც თვალში ხვდება. მისთვის ყველაფერი ახალია და იშვიათი, უცნაური და დამაფრთხობელი. მანამდე სულს მსგავსი არაფერი აქვს ნანახი და მისთვის უკიდურესად რთულია გაერკვეს, სად არის, ვინ და რა აკრავს გარს, რა ხდება გარშემო.
შედეგად – ადამიანი ძალიან დაბნეულია და დეზორიენტირებული. სწორედ ისე, როგორც ახლად ფეხადგმული ბავშვი, რომელიც ბარბაცით დგამს ნაბიჯებს და აქეთ-იქით ყირავდება.
პირველად დაბადებული ადამიანის ძალისხმევა თუ მცდელობა ხშირად მარცხით მთავრდება, მიზანს ვერ აღწევს და უკუშედეგს იღებს. მან უნდა გაიგოს და შესაბამისად შეაფასოს მომხდარი და ნანახი, მაგრამ ეს არც ისე იოლია.
ეს პერიოდი სავსეა წარმოუდგენელი აღმოჩენებით. ეს ადამიანის ხასიათის ნამდვილი გამოცდაა — გაუძლებს თუ არა?

II დაბადება — ცნობისმოყვარე მოსწავლე

ამ სტადიაზე ცნობისმოყვარეობა უფრო „ზრდასრულ“ ფორმებს იღებს. ადამიანი იწყებს ნამდვილ მოგზაურობას ცხოვრებაში. მისი მიზანი ხდება ცხოვრების ყველა ფორმის კვლევა.
მას გამუდმებით დასდევს შეგრძნება იმისა, რომ კატასტროფულად არ ჰყოფნის დრო და ვერ ასწრებს უამრავ სანახავ-საკეთებელს.

III დაბადება – მკვლევარი

ამ სტადიაზე ცნობისმოყვარეობა უფრო „ზრდასრულ“ ფორმებს იღებს. ადამიანი იწყებს ნამდვილ მოგზაურობას ცხოვრებაში. მისი მიზანი ხდება ცხოვრების ყველა ფორმის კვლევა. მას ისევ დასდევს შეგრძნება იმისა, რომ კატასტროფულად არ ჰყოფნის დრო და ვერ ასწრებს უამრავ სანახავ-საკეთებელს.

IV დაბადება — შეყვარებული

სამი სტადიის გავლის შემდეგ ადამიანს ახალი გამოცდის ჩაბარება უწევს — სახელწოდებით „სიყვარული“. ამ დროს ადამიანს უჭირს გაერკვეს, ვინ უნდა უყვარდეს და როგორ.
ეს ერთი ინდური ბალადის სიუჟეტს ჰგავს, რომელშიც შეყვარებულის მდგომარეობას თაფლში ჩავარდნილ ბუზს ადარებენ — რამდენიც უნდა იბრძოლოს საცოდავმა მწერმა, საბოლოოდ მაინც სიკვდილი ელოდება.
იყავით ფრთხილად, მაგრამ ნუ იტყვით უარს სიყვარულით ტკბობაზე. მართალია, სიყვარულს შეუძლია ძალიან გატკინოთ გული, მაგრამ იმავდროულად დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომნიჭებელიცაა.
და თუ თქვენ რომანტიკოსი ბრძანდებით, მაშინ ბედნიერი იქნებით დაბადების მეოთხე სტადიაზე.

V დაბადება — გამარჯვებული, ანუ ვინც წარმატებას მიაღწია

ეს არის კულმინაცია ყველაფრისა, რასაც წინა ცხოვრებებში შეჯახებიხართ. ამ ეტაპზე ადამიანი სახელ-დიდებას გამოედევნება და თან გამუდმებით იმაზე ინერვიულებს, შეძლებს თუ არა წარმატების მიღწევას.
ამ პერიოდის ნაკლი ისაა, რომ ადამიანს გამუდმებით ეშინია იმედგაცრუებისა. თუმცა ეს შიშები წარმოუდგენელი წარმატებებითა და მიღწევებით კომპენსირდება.
ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილი იქნებით, თქვენ ხომ მძლეველი ბრძანდებით.

VI დაბადება — სიკეთის გამცემი

მას შემდეგ, რაც ადამიანის სული გამარჯვებულის სტადიას გაივლის, გაცემის დრო დგება. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ამისთვის ცოცხლობს – დაეხმაროს და უწილადოს სხვებს სიყვარული.
ყველაზე საოცარი ის არის, რომ ამ დროს გაცემა ადამიანს მიღებაზე გაცილებით მეტ სიამოვნებას ჰგვრის. და ეს ჭეშმარიტი ბედნიერებაა.
ამ ეტაპზე ადამიანი სხვებს მხოლოდ მატერიალურად კი არ ეხმარება, არამედ სულიერადაც, რაც მის გულს წმინდა სიხარულით ავსებს. სწორედ ამ პერიოდში იძენს ადამიანთა უმეტესობა სულიერებასა და რწმენას.

VII დაბადება — სულის აღმატებულება/ტრანსტენდენცია

ეს ადამიანის უკანასკნელი დაბადებაა. ამ დროს სული აბსოლუტურად იძარცვება მატერიალურისგან და ჭეშმარიტად თავისუფალი ხდება. მათ შორის, თავისუფალი ხდება კვლავ დაბადებისა და მორიგი სიკვდილისგან.
მეშვიდე სიცოცხლე მეექვსეს გაგრძელებაა იმ კუთხით, რომ ადამიანი კვლავაც უხვად გასცემს ყველაფერს, რაც შეიძლება გაიცეს – მატერიალურსაც და სულიერსაც.
ეს ის ეტაპია, როდესაც ადამიანი, ძირითადად, თვითშემეცნებითაა დაკავებული, განმარტოვდება და საკუთარ თავს უღრმავდება.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close