საზოგადოებასაქართველო

„ამბობს, მანქანა დაეჯახაო… დედა ემიგრაციიდან ჩამოვიდა, მამას ელოდებიან…“ – 9 წლის მოზარდის ტრაგიკული ამბავი

18 ივნისს წნორში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საზოგადოება დაზაფრა – 9 წლის მოზარდი სანიაღვრე არხში დაიხრჩო. მომხდარზე „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი ესაუბრა. 

მისი თქმით, დაღუპული ბავშვის ბებიას შვილიშვილის გარდაცვალებაზე სხვა ვერსია აქვს – ის ვარაუდობს, რომ მოზარდს მანქანამ დაარტყა.

დაღუპული 9 წლის გიორგი ყანდაშვილია.

„გიორგის მშობლები საზღვარგარეთ ჰყავდა, დედა უკვე ჩამოვიდა, იტალიაში იყო, მამა ახლაც პოლონეთშია, თუმცა უკვე მანაც იცის, შვილი რომ აღარ ჰყავს და ისიც მოდის.

ბავშვს ბებია ზრდიდა. ბებია ფიქრობს, რომ გიოს მანქანა დაეჯახა და ასე აღმოჩნდა არხში. იმდენად ძლიერი დინება იყო, რომ ბავშვს ტანსაცმელიც კი შემოხეული ჰქონდა. ალბათ, შველას ითხოვდა და ხელი მაღლა ჰქონდა ამოწეული, როცა იპოვეს სანიაღვრეში იყო ჩაჭედილი.

ახლა ოჯახი ექსპეტიზის პასუხს ელოდება. დაღუპულს ორი და ჰყავს, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში არიან. საზარელი ამბავი მოხდა და ახლა, ამ ტრაგედიის გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია…“ – გვიყვება ადგილობრივი მოსახლე.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა, რა დროსაც ძლიერმა  წვიმამ და ქარმა მოუსწრო.

ისინი ვარაუდობენ, რომ  წვიმის და ქარის გამო მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც დიდი რაოდენობით წყალი მოდიოდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close