ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

შორენა იმნაძე: „ჩემი ჰობია სიკეთის კეთება“

სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, შორენა იმნაძეს საკუთარი რესტორანი აქვს და საქველმოქმედო საღამოებით ახერხებს სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებს დაეხმაროს გამოჯანმრთელებაში. „ჩემი დიდი სურვილია, ძლიერი და წარმატებული დავბრუნდე ჩემს სამშობლოში. საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება საქართველოში, მართალია, მაგრამ სისხლი თავისას შვება, ქვეყანა მიხმობს, სუნთქვა მეკვრის, ისე მენატრება ჩემი კარ-მიდამო“, – ამბობს იგი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში.

შორენა, რატომ წახვედით საქართველოდან?
ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი ეკონომიური მდგომარეობა გახდა ჩემი გამგზავრების მიზეზი. ერთ დღეს გადავწყვიტე ცხოვრება თავიდან დამეწყო და ასე დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება. აგერ უკვე სამი წელია, რაც სტამბოლში ვცხოვრობ.

უცხო ენები სპეციალისტი ხართ, არა?
პროფესიული კავშირების უნივერსიტეტი დავამთავრე უცხო ენების განხრით.

სტამბოლში რას საქმიანობთ?
მაქვს საკუთარი რესტორანი, სადაც ვმღერი და ასევე ყოველ თვეში საქართველოდანაც ჩამომყავს ქართველი მომღერლები, ვმართავ საქველმოქმედო კონცერტებს და ვეხმარებით სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებს სნეულების დაძლევაში. ვფიქრობ, ამად ნამდვილად ღირდა ჩემი თურქეთში წამოსვლა და ცხოვრების თავიდან დაწყება.

გამოდის, რომ კმაყოფილი ხართ თქვენი არჩევანით…
ხმამაღალი ნათქვამია, შეიძლება, მაგრამ ასეა ნამდვილად. ჩემი ჰობია სიკეთის კეთება.

რა გაძლევთ ცხოვრების ძალას?
როგორც ყველა დედას, მეც ჩემი ქალიშვილები მაძლიერებენ, ჩემი პატარები – ბარბარე და მარიამ მაჭარაშვილები.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
საქართველოში მინდა დაბრუნება, ჩემი დიდი სურვილია, ძლიერი და წარმატებული დავბრუნდე ჩემს სამშობლოში. საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება საქართველოში, მართალია, მაგრამ სისხლი თავისას შვება, ქვეყანა მიხმობს, სუნთქვა მეკვრის, ისე მენატრება ჩემი კარ-მიდამო.

რას ეტყვით ქართველ ემიგრანტებს?
გაუძელით ამ მდგომარეობას, არ დაკარგოთ საქართველოში დაბრუნების  იმედი. ვფიქრობ, რომ ყველაზე უკიდურესი მდგომარეობიდანაც შეიძლება გამოსავლის პოვნა. უფალმა გაგაძლიეროთ!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close