პოლიტიკაქართველები უცხოეთში

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დღეს დილით სამშობლოში ჩამოასვენეს. 38 წლის ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად ახლობლები და მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ.

რატი შურღაიამ რუსულ არმიასთან ბრძოლის დროს ქალაქ იზიუმთან მძიმე დაზიანებები მიიღო და ორჯერ განუვითარდა კანტუზია. არსებული ინფორმაციით, მან მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და კვლავ გააგრძელა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

ფოტო ფეისბუქიდან

რატი შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, შაბათს მას სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს დაკრძალავენ.

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში 24 თებერვლის შემდეგ 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close