fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მლრდ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ხმათა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს

უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 11, თავი შეიკავა ორმა კანონმდებელმა.

გასულ კვირაში აღნიშნული ფინანსური დახმარების დაჩქარებული წესით გაცემა რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან, რენდ პოლმა შეაყოვნა, რომელიც კანონპროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა.

დოკუმენტი თეთრ სახლში გაიგზავნება, რათა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას ხელი დაუყოვნებლივ მოაწეროს, რამდენადაც ვაშინგტონი ჩქარობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით კანონმდებლებს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართა.

ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი – 20 მლრდ დოლარი  უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე დაიხარჯება.

გარდა ამისა, 4 მილიარდი გათვალისწინებულია უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებზეც ომი უშუალო ზეგავლენას ახდენს, იარაღის საყიდლად; 8,8 მლრდ დოლარი უკრაინის პირდაპირ ეკონომიკურ დახმარებას მოხმარდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close