რას არ გაიგებ/ფაქტები

კატები ერთმანეთისა და პატრონების სახელებს იმახსოვრებენ… და ფარულად უსმენდნენ ჩვენს საუბარს – კვლევა

ისინი შეიძლება არაკომუნიკაბელურები არიან და ისე იქცევიან, თითქოს არსებობის უფრო მაღალ საფეხურზე არიან, ვიდრე ადამიანები, მაგრამ კატები იმაზე ცბიერები არიან, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ბოლო წლებში მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ კატები სინამდვილეში ღრმად არიან ადამიანებზე მიჯაჭვულნი. ამ კომპლექსურ ქმნილებებს ჩვენთან კომუნიკაცია შეუძლიათ და, უფრო მეტიც, ჩვენს მოძრაობებსაც კი აკონტროლებენ.

კიდევ უფრო საოცარი კი ის არის, რომ კატებმა საკუთარი სახელიც იციან (უნარი, რომელიც ძირითადად ძაღლებთან ასოცირდება) და როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, მათი შესაძლებლობები იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინოს.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარდა საკუთარი სახელის ცოდნისა, კატები მათთვის ნაცნობი სხვა კატების სახელებსაც ცნობენ და შესაძლოა იმავე ოჯახის ბინადარ ადამიანთა სახელებიც იცოდნენ.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ იმის წარმოდგენა, რომ კატამ შეიძლება თქვენი სახელი იცოდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაძლებელია ძაღლების ისე გაწვრთნა, რათა ასობით საგნის სახელი დაიმახსოვროს, ალბათ ეს უკვე აღარც ისე ძლიერ გაგიკვირდებათ.

ყველაზე უცნაური კი ალბათ იმის გაცნობიერებაა, რომ ეს არაკომუნიკაბელური, ერთი შეხედვით უკონტაქტო არსებები მთელი ამ ხნის განმავლობაში ფარულად უსმენდნენ ჩვენს საუბარს.

„ჩვენი აღმოჩენა გასაოცარია. მსურს, ხალხმა სიმართლე იცოდეს. ისე ჩანს, კატები თითქოს არ უსმენენ ადამიანთა საუბარს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ამას აკეთებენ“, – ამბობს იაპონიის აცაბუს უნივერსიტეტის ცხოველთა მეცნიერების მკვლევარი საჰო ტაგაკი.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/katebi-ertmanetisa

მსგავს თემაზე: შავი კატა – ადამიანის მტერი თუ მეგობარი?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close