ეკონომიკამოგზაურობა

მატარებლის გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მახლობლად – კოპიტნარის რკინიგზის სადგური 30 აპრილიდან ამოქმედდება

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება – კოპიტნარი. ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური კოპიტნარში მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს. კოპიტნარის სადგურიდან აეროპორტში მისასვლელად 5 წუთი იქნება საჭირო.  ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„მთავრობის სპეციალური განკარგულებით, საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები უზრუნველყოფს მგზავრებისთვის უფასო ტრანსპორტირებას. აღნიშნული ტრანსპორტი მგზავრს გადაიყვანს როგორც სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით, ისე აეროპორტიდან სადგურამდე.

კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად მგზავრებს დაახლოებით ხუთი წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის შეძენით, მგზავრი სრულ მომსახურებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული. კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებგვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close