მოდა/სილამაზესაზოგადოება

„თხევადი ლითონი“ – კაბა, რომელმაც „საუკუნის ქორწილზე“ „ვალენტინოს“ საპატარძლო კაბაც კი დაჩრდილა – ახალი დეტალები

მიმდინარე  კვირის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად კვლავ ბრუკლინ ბეკჰემისა და ნიკოლა პელტცის ქორწილი რჩება. ბოლო დღეებში ბერი დეტალი გახდა ცნობილი, ბუნებრივია, საზოგადოება მილიარდერი პატარძლის საქორწილო კაბით აღფრთოვანდა, რომელიც „ვალენტინოს“ ბრენდისაა.

თუმცა ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ „სადედამთილოს“ სადა კაბამ მაინც ყველაფერი დაჩრდილა. საუბარია 47 წლის ვიქტორიას „ლუქზე“.  ვიქტორიას საკუთარი დიზაინის, აბრეშუმის ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, მკერდზე მაქმანებით გაფორმებულ საოცარ კაბას დიზაინერმა 15-კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი შეუხამა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

მოგვიანებით, დიზაინერმა საკუთარი კაბის შესახებ დეტალები გაამხილა, ქსოვილი მან „თხევად ლითონს“ შეადარა და განაცხადა, რომ ეს არის მის სტუდიაში შექმნილი პირველი მსგავსი სამოსი. კაბის ქსოვილი სპეციალურად მისთვის იტალიურ ქარხანაში შეიქმნა. კაბის გული განსაკუთრებული, სამი ტიპის მაქმანითაა გაფორმებული.  მის შექმნაზე ექვსი მკერავ-დიზაინერი მუშაობდა, ის ხუთ დღეში შეიკერა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham)

და მაინც – საპატარძლო საქორწილო კაბა ტაბლოიდის ყველაზე განხილვად თემად რჩება.

გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს ბეკჰემების რძლის თვალისმომჭრელი კაბის შესახებ:

1. კაბის ბრენდზე არჩევანი თავად ნიკოლამ გააკეთა, მან დედამთილს, ვიქტორია ბეკჰემს უარი უთხრა კაბის შეკერვაზე და „ვალენტინოს“ მოდის სახლს მიმართა;

2. კაბა ნიკოლამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ შეაკერინა და მის გასასინჯად რომში რამდენჯერმე ჩაფრინდა;

3. კაბის ინსპირაცია 90-იანი წლების მოდა გახდა, აღსანიშნავია, რომ პელტცი ხშირად ირჩევს  კლაუდია შიფერის იმიჯს;

4. ატლასის ქსოვილისგან შეკერილი კაბის ღირებულება 120 000 დოლარს შეადგენს;

5. ნიკოლას დედის თხოვნით, კაბის ქვეშ, „ავი თვალისგან“ დამცავი თილისმა იყო ჩაკერილი, რომელიც წყვილს ეჭვიანობისა და ჭორებისგან დაიცავს.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close